საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2010 წლის 11 ნოემბერს, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის ქალაქ კარაჩიში, ანტიტერორისტული პოლიციის შტაბ-ბინასთან მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, რომლის შედეგად დაიღუპნენ უდანაშაულო ადამიანები.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ამგვარ აქტებს და მიიჩნევს, რომ ტერორიზმი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესს მთლიანად რეგიონში", - ნათქვამია საქართველოს საგარეო სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.