"ეროვნული საბჭო" საპროტრსტო აქციების დაწყებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ დღეს გამართული პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში, "ერვნული საბჭოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, კობა დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, "ეროვნული საბჭო" საპროტესტქო აქციებისთვის ემზადება.
"საპროტესტო აქციები უვადო აღარ იქნება, იქნება ვადიანი და კონკრეტული შედეგითაც დასრულდება", - განაცხადა დავითაშვილმა და დასძინა, რომ აქციები მაშინ დაიწყება, როდესაც ამისათვის ოპოზიცია მზად იქნება. დავითაშვილს საპროტესტო აქციების დაწყების შესაძლო თარიღი არ დაუსახელებია.
ამასთან, დღევანდელ პრესკონფერენციაზე "ეროვნული საბჭოს" ლიდერბი აცხადებდნენ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის ბრძოლა და სხვადასხვა პოლიტიკური აქციების მოწყობა ერთმანეთს ხელს არ უშლის.
"პირიქით, კორდინაციის შემთხვევაში ეს მოგვცემს შესაძლებლობას, არსებული რეჟიმის ნაცვლად საქართველოში დამყარდეს დემოკრატიული მმართველობა", - განაცხადა "ეროვნული საბჭოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა.