პარტია "თავისუფალი დემოკრატები" 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს კიდევ ერთხელ განიხილავენ.
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი გასულ წელთან შედარებით მცირდება 80 მილიონი ლარით. ამავე დროს, ბიუჯეტის გადასახადების ნაწილი 14%-ით არის გაზრდილი, აქედან გამომიდინარე მომავალ წელს მოსალოდნელია ბიუჯეტის სეკვესტრი.
ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურმა მდივანმა ირაკლი ჩიქოვანმა ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"2011 წლის ბიუჯეტის ახალ ვარიანტში არ იზრდება პენსიების ოდენობა, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების დახმარება, მაშინ, როდესაც საქართველოში უმწეო ადამიანების რიცხვმა გადააჭარბა მილიონ რვაას ათასს" - აღნიშნა პარტიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, კვლავ გაუმჭირველია 900 მილიონი, ეგრეთ წოდებული "სხვა ხარჯები".
ბიუჯეტი კვლავაც არ ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან პროექტების დაფინანსებას, როგორიცაა "ქართული ენის პროგრამა", "განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა", ასევე "კვალიფიციური ქართული ენის სპეციალისტები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში" პროგრამა.
"განათლების დაფინანსება 24 მილიონი ლარით არის შემცირებული, მოსახლეობის სოციალური დაცვა 83 მილიონი ლარით, ხოლო
გაიზარდა ხარჯები მუხლით - საქონელი და მომსახურება 28 მილიონით, დასვენება-კულტურის კატეგორიაში 45 მილიონით",-განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა დავით ონოფრიშვილმა.