საპარლამენტო უმრავლესობა მედიაგამჭირვალობის კანონპროექტში ფინანსური სახსრების გაცხადების აუცილებლობას ვერ ხედავს.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა დღეს მედიაგამჭირვალობის შესახებ კანონპროექტის პრეზენტაციის დროს აღნიშნა.
მისი თქმით, კანონპროექტი ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებს მედიასაშუალების წლის ფლობას უკრძლავს, რაც საშუალებას იძლევა მედიაორგანიზაციის როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი მფლობელების ვინაობის საჯარო გახდეს.
ამასთან, კანონპროექტით მედიაორგანიზაციის მფლობელი ვალდებული ხდება წელიწადში ერთხელ ორგანიზაციის მუშაობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნოს.
ასევე იმ შემთხვევაში, თუ მედიასაშუალებას მფლობელი შეეცველება, ამის შესახებ ოფიციალურად ინფორმაცია საჯარო 10 დღეში უნდა გახდეს.
რაც შეეხება ფინასურ გამჭირვალობას. ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, ამ დროისთვის საფინანსო საქმიანობის გამჭირვალობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის აუცილებლობა არ დგას, რადგან, როდესაც ორგანიზაციის მფლობელის ვინაობა იქნება ცნობილი, ეს ირიბად მიანიშნებს იმაზეც, თუ საიდან ხდება მედიასაშუალების დაფინანსება.
აღნიშნული კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენები, ასევე პოლიტიკურ პარტიებთან, ექპერტებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან განხილვა, მომავალი კვირიდან დაიწყება.