საპარლამერნტო უმცირესობის წარმომადგენლი გურამ ჩახვაძე ჯანდაცვისა და დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებში ჩართული მოქალაქეების რაოდენობის გაზრდას ითხოვს.
შესაბამისი საკითხი ჩახვაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააყენა, რომელსაც ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილიც ესწრებოდა.
უფრო კონკრეტულად, ჩახვაძე აღნიშნულ პროგრამებში ჩართული მოქალაქეების რაოდენობით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ უფასო ჯანდაცვა და დაზღვევა მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილისთვისაა ხელმისაწვდომი.
"საქართველოში 4 მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს. ამის გათვალისწინებით, მაინტრესებს ჯანდაცვისა და დაზღვევის სახელმწიფო პროგრამები რამდენ ადამიანს ფარავს და რამდენი გვრჩება მათ გარეშე", განაცხადა ჩახვაძემ.
დეპუტატს ბიუროს სხდომაზევე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი, რომელმაც პარლამენტის წევრებს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის პროგრამები მხოლოდ იმ პირებზეა გათვლილი, რომლებსაც დახმარება სჭირდება.
"არ არის აუცილებელი ეს პროგრამები მთელ მოსახლებაზე იყოს გათვლილი, რადგანაც მკუნალობა ყველას არ სჭიდება. არიან ჯანმრთელი ადამიანებიც", - აღნიშნა ბანდურაშვილმა.