მე არაფრის არ მეშინია, მე ვკარგავ ჩემს ქვეყანას, მე მივდივარ ბოლომდე, - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.
"რისთვის მემუქრება საკანი? იმისათვის, რომ არაფერი ჩამიდენია? იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფო ავაშენე? იმისათვის, რომ ერთი კაპიკი არ წამიღია საქართველოდან? იმისათვის, რომ 12-ჯერ გავზარდე ბიუჯეტი? იმისთვის, რომ სიღარიბე 3-ჯერ შევამცირე? იმისათვის, რომ 4-ჯერ გავზარდე საქართველოს ეკონომიკა? იმისათვის, რომ საქართველო ყველაზე არაკორუმპირებულ ქვეყნად ვაქციე? რისთვის მემუქრება საკანი? ამ კითხვას რატომ არ სვამთ?
თუ ქართველი ხალხი დაუშვებს იმას, რომ ივანიშვილმა, ამ ტლუმ, „ბეზპრედელშიკმა“ გაიტანა ის, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი გაუშვას ციხეში, მაშინ ყველაფრის ღირსი ვყოფილვართ. თუ ამას დაუშვებს. ქართველმა ხალხმა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. მე არაფრის არ მეშინია, მე ვკარგავ ჩემს ქვეყანას, მე მივდივარ ბოლომდე. თუ ქართველი ხალხი მზად არის, რომ მისცეს მას საშუალება, რომ სააკაშვილი გაუშვან ციხეში, კი ბატონო. ქართველმა ხალხმა მიიღოს ეს გადაწყვეტილება“, - თქვა სააკაშვილმა.