საპარლამენტო ოპოზიცია 2011 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის პროგრამები დეტალურად გაწერას ითხოვს.
როგორც დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, ოპოზიციონერმა პარლამენტარმა გურამ ჩახვაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის კონკრეტულ პროგრამაზე არის თანხა გამოყოფილი, მაგრამ ეს რამდენი პაციენტის მკურნალობას მოხმარდება ამის თქმა არვის არ შეუძლია, რის გამოც გაუგებარია ხდება ამ თანხების გამოყნები მექანიზმი.
ამათან, ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატბის" თავმჯდომარის გიორგი ახვლედიანის თქმით, ნარკომანიითა და ალკოჰოლიზმით დაავადებული პირებისთვის ჯანდაცვის ბიუჯეტში 154 მილიონი ლარია გაწერილი, მაგრამ ეს თანხა კონკრეტულად რა მიმართულებით უნდა დაიხარჯოს ჯანდაცვის მინისტრს პასუხი არ აქვს, რაც გარკვეულ ეჭვებს ბადებს.
შეგახსნებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც დეპუტატებს ფინასთა მინისტრი კახა ბაინდურაშვლი აცნობს.