პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ უმრავლესობის წვევრებს მოუწოდა, პარლამენტის სესიაზე მედიაგამჭირვალობის შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით გატანამდე, მისი საჯარო განხილვა მოეწყოს.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღევანდე ბიუროს სხოდმაზე განაცხადა.
"კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენამდე კარგი იქნება თუ არასამთავრობო, საერთაშორისო, დიპლომატიურ და ყველა დაინტერესებულ პირს გაცნობთ და შემდეგ სესიაზე მათ მიერ გამოთქმული შენიშვნებით გამოვიტანთ", - აღნიშნა ბაქრაძემ.
აღნიშნული კანონპროექტის პრეზენტაციას დღეს პარლამენტში უმრავლესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი გამართავს.