162-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა.
აღნიშნულის მიუხედავად, სკოლაში დღეს მხოლოდ მოსწავლეთა მცირე ნაწილი მივიდა. სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიუხედავად, მოსწავლეთა უმეტესობას მშობლები სკოლაში ჯერ კიდევ არ უშვებს.
შეგახსენებთ, რომ სკოლაში H1N1 ვირუსის ერთი შემთხვევის გამოვლენის გამო სასწავლო პროცესი რამდენიმე დღით შეჩერებული იყო. სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოებიც ჩატარდა.