ხვალ, 12 ნოემბერს, პარლამენტი საქართველოში პარლამენტარიზმის აღდგენის 20 წლისთავს აღნიშნავს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 28 ოქტომბერს პარლამენტის დღევანდელ სესიაზე განაცხადა.
დავით ბაქრაძემ მიმოიხილა პარლამენტარიზმის ისტორია პირველი სესიის ჩატარებიდან დღემდე. მან ასევე ისაუბრა 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ კომუნისტური ანექსის შემდეგ ეს პირველი მრავალპარტიული არჩევნები იყო. თუცმა, როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ეს არჩევნები საქართველოში არ იყო ზოგადად პირველი მრავალპარტიული არჩევნები და ასეთი არჩევნები ქვეყანაში პირველად 1918 წელს ჩატარდა.
მისი განმარტებით, 1990 წლის არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმიტომ ჰქონდა, რომ ეს იყო კომუნისტური 70-წლიანი მმართველობის შემდეგ საქართველოში ჩატარებული პირველი დემოკრატიული არჩევნები.
შეგახსენებთ, რომ ამ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა ზვიად გამსახურდიას საარჩევნო ბლოკმა "მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველო".