"ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკიდან წასვლას "სამწუხაროს" უწოდებს.
"სამწუხაროა, რომ ქალბატონმა სალომემ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ბუნებრივია, ის ოპოზიციურ სპექტრს ძალიან დააკლდება", - განუცხადა დავითაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" "საქართველოს გზის" ლიდერის შესაბამის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას.
დავითაშვილი ყოფილ კოლეგას მომავალ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა.