დღეს, სახელმწიფოს მშენებლობა კი არა, რაც ბოლო 9 წლის განმავლობაში მიღწევები გვაქვს, იმასაც ვერ შევინარჩუნებთ, - განაცხადა ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ ფორმულას ეთერში.
მისი თქმით, ოცნება უკვე ქართული აღარ არის. იმიტომ, რომ ამ ხალხს თავისი სავარძელი უფრო შეუყვარდა, ვიდრე სამართლიანობის ის ფასეულობები, რითიც ხელისუფლებაში მოვიდა, დამთავრდა.
„ერთ მარტივ მაგალითს გეტყვით: ხულოში ერთი ძალიან ღირსეული კაცი გავიცანი, 80 წლის არის. ახლა სმს მომწერა, ბაბუო, მთავრობა რომ ხმაში ფულის გადახდას დაიწყებს, მისი საქმე წასულიაო. ზუსტად აქ ვართ ახლა ჩვენ“, - გიორგი გახარია და აღნიშნა, რომ ოცნებამ 100%-ც რომ აიღოს, რიგგარეშე არჩევნები მაინც ჩატარდება.