ოცნება უკვე ქართული აღარ არის. იმიტომ, რომ ამ ხალხს თავისი სავარძელი უფრო შეუყვარდა, ვიდრე სამართლიანობის ის ფასეულობები, რითიც ხელისუფლებაში მოვიდა, - განაცხადა ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ ფორმულას ეთერში.
მისი თქმით, ოცნებამ 100%-ც რომ აიღოს, რიგგარეშე არჩევნები მაინც ჩატარდება.
„ოცნება უკვე ქართული აღარ არის. იმიტომ, რომ ამ ხალხს თავისი სავარძელი უფრო შეუყვარდა, ვიდრე სამართლიანობის ის ფასეულობები, რითიც ხელისუფლებაში მოვიდა, დამთავრდა. ერთ მარტივ მაგალითს გეტყვით: ხულოში ერთი ძალიან ღირსეული კაცი გავიცანი, 80 წლის არის. ახლა სმს მომწერა, ბაბუო, მთავრობა რომ ხმაში ფულის გადახდას დაიწყებს, მისი საქმე წასულიაო. ზუსტად აქ ვართ ახლა ჩვენ“ - გიორგი გახარია.