პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აზრით, მტერთან ბრძოლის ყველაზე კარგი იარაღი ცოდნა და ჭკუაა.
"ზოგიერთი ცდილობს, რომ ოროსნების რევოლუციები და აჯანყებები მოაწყოს, ზოგიერთი კი სწავლობს, რომ ქვეყანა ასახელოს. იმათ ჯინაზე, ვინც ოკუპაციის ხაზს იქიდან დურბინდით გვიყურებს, კარგად უნდა ვისწავლოთ", - განაცხადა სააკაშვილმა სოფელ შამგონას სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას.
მისი განმარტებით, "სანამ ოკუპირებული ტერიტორიები დაგვიბრუნებია, მტერს ჭკუით უნდა ვაჯობოთ".
"მათ ბევრი ტანკი აქვთ, მაგრამ ტვინი არ აქვთ. უნდა ვისწავლოთ, ესაა ჩვენი იარაღი", - დასძინა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველოსა და აფხაზეთს შორის არა საზღვარი, არამედ ეს ოკუპაციის დროებითი ხაზია გავლებული.
"ამას ნუ დაუძახებთ საზღვარს. ესაა ოკუპაციის დროებითი ხაზი. საზღვარი არ შეიძლება თხილის ბაღსა და პლაჟზე გადიოდეს", - მიმართა პრეზიდენტმა შამგონის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს.