11 სექტემბერს ვენეციის საერთაშორისო 78-ე კინოფესტივალი დაიხურა.
ფესტივალის მთავარი პრიზი, ოქროს ლომი ფრანგი რეჟისორის ოდრი დიუანის ფილმს "მოვლენა"/L’evenement (Happening) გადაეცა.
სხვა მთავარი ნომინაციები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ვერცხლის ლომი (ჟიურის გრანპრი) - პაოლო სორენტინოს ფილმს "ღვთის ხელი"/È Stata La Mano di Dio (The Hand of God)
ვერცხლის ლომი საუკეთესო რეჟისურისთვის - ჯეინ კამპიონი ფილმისთვის "ძაღლის ძალა"/The Power of the Dog
საუკეთესო მსახიობი ქალი - პენელოპე კრუსი ფილმში "პარალელური დედები"/Madres Paralelas (Parallel Mothers), რეჟისორი პედრო ალმადოვარი
საუკეთესო მსახიობი კაცი - ჯონ არკილა ფილმში On the Job: The Missing, რეჟისორი ერიკ მატი
საუკეთესო სცენარი - მეგი ჯილენჰოლი ფილმისთვის "უცნობი ქალიშვილი"/The Lost Daughter
ჟიურის სპეციალური პრიზი - Il Buco, რეჟისორი მიქელანჯელო ფრამანტინო
"მარჩელო მასტროიანის ჯილდო საუკეთესო დებიუტისთვის" მსახიობმა ფილიპო სკოტიმ მიიღო.
წელს ფესტივალის საპატიო "ოქროს ლომი" ამერიკე მსახიობს ჯეიმი ლი კერტისს გადაეცა.
კინოფესტივალის ჟიურის სახელგანთქმული სამხრეთკორეელი რეჟისორი ბონგ ჯუნ ჰო ხელმძღვანელობდა.
ვენეციის კინოფესტივალი საერთაშორისო კინოფესტივალებს შორის ყველაზე ძველია. იგი 1932 წელს დაარსდა. წელს იგი 2 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა.
ფესტივალი ყოველ წელს ტარდება კუნძულ ლიდოზე, ვენეციაში. ეს არის მსოფლიოში ერთ--ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი და ვენეციის ბიენალეს ნაწილი.
ფესტივალის ძირითადი პრიზები არის Leone d'Oro - ოქროს ლომი, რომელიც გადაეცემა ფესტივალზე წარმოდგენილ საუკეთესო ფილმს, და Coppa Volpi - ვოლპის თასი, რომლითაც ჯილდოვდება საუკეთესო კაცი და ქალი მსახიობი.