სამხრეთკორეელი რეჟისორი ბონგ ჯუნ ჰო ვენეციის 78-ე კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარე იქნება. ინფორმაციას ვენეციის ბიენალეს პრესსამსახური ავრცელებს.
ვენეციის საერთაშორისო კინოსფეტივალი 1-11 სექტემბერს უნდა გაიმართოს.
"ვენეციის კინოფესტივალს ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია აქვს და ჩემთვის დიდი პატივია, რომ მისი ბრწყინვალე ტრადიციის ნაწილი ვარ", - განაცხადა ბონგ ჯუნ ჰომ მის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით.
ბონგ ჯუნ ჰოს კანდიდატურა კინოფესტივალის დირექტორმა, ალბერტო ბარბერამ წარადგინა. გასულ წელს, კინოსფეტივალის ჟიურის სახელგანთქმული მსახიობი ქეით ბლანშეტი თავმჯდომარეობდა.
კორეელმა რეჟისორმა სახელი ფილმ "პარაზიტით" გაითქვა, რომლის სცენარის ავტორიც თავად არის.
ამერიკის კინოაკადემიამ "პარაზიტი" 2020 წლის საუკეთესო ფილმად აღიარა. ბონგ ჯუნ ჰომ ოსკარი მიიღო ასევე საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის და საუკეთესო ორიგინალური სცენარის ნომინაციაშიც. ამავე წელს ბონგ ჯუნ ჰო დასახელდა საუკეთესო რეჟისორად.
კინოაკადემიის ისტორიაში, "პარაზიტი" პირველი ფილმია, რომელმაც ოსკარი მიიღო როგორც საუკეთესო ფილმის, ასევე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში.
"პარაზიტმა" კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტო მიიღო.
ვენეციის კინოფესტივალი საერთაშორისო კინოფესტივალებს შორის ყველაზე ძველია. იგი 1932 წელს დაარსდა. წელს იგი 2 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.
ფესტივალი ყოველ წელს ტარდება კუნძულ ლიდოზე, ვენეციაში. ეს არის მსოფლიოში ერთ--ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი და ვენეციის ბიენალეს ნაწილი.
ფესტივალის ძირითადი პრიზები არის Leone d'Oro - ოქროს ლომი, რომელიც გადაეცემა ფესტივალზე წარმოდგენილ საუკეთესო ფილმს, და Coppa Volpi - ვოლპის თასი, რომლითაც ჯილდოვდება საუკეთესო კაცი და ქალი მსახიობი.