პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ "ღამის კურიერის" ეთერში ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა.
მისი თქმით, სახელმწიფო და სამშობლო ყველაფერზე მაღლა დგას, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილზეც.
"პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია - ბიძინა ივანიშვილს მე ვთვლი და ჩემით ვაღიარებ მის დამსახურებებს, მაგრამ ჩემი სახელმწიფო და ჩემი სამშობლო ყველაფერზე მაღლა დგას, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილზეც. ეს არის ის ფასეულობები, რითიც მიცხოვრია და ვიცხოვრებ მომავალში, იმისდა მიუხედავად, რაც არ უნდა დამიძახოს ან ერთმა, ან მეორემ, ან მესამემ,"- თქვა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ.