ოპოზიციის წამომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან შეხვედრაზე "ეროვნული ფორუმის" წევრის, ზაზა ჩაკვეტაძის განთავისუფლების საკითხი დააყენეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განუცხადა.
"საკითხი დავაყენეთ, მაგრამ მათგან პირდაპირი პასუხი არ არ მიგვიღია", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ფორუმის" წევრი ზაზა ჩაკვეტაძე ლილოს ბაზრობის მოვაჭრეების საპროტესტო აქციის დროს დააკავეს.