თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ქრისტიან-დემოკრატები" მდივანი ზაზა გაბუნია თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის და 24-ე სკოლისთვის ქართველი მწერლის მურმან ლებანიძის სახელის მინიჭების ინიციატივით გამოდის.
როგორც ზაზა გაბუნიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ცნობილი ქართველი პოეტის მურმან ლებანიძის სახელის უკვდავსაყოფად დედაქალაქში არაფერი გაკეთებულა.
"თბილისში არ არის პოეტის სახელობის ქუჩა და არცერთი სხვა სახის ადგილი, რაც ქრისტიან-დემოკრატების აზრით დაუშვებელი და უპატიებელი შეცდომაა.სწორედ ამიტომ, ჩვენ გონივრულად და გადაუდებელ საქმედ მიგვაჩნია მურმან ლებანიძის, როგორც დიდი ქართველი შემოქმედის სახელის უკვდავყოფისათვის ქალაქშიარსებობდეს მისი სახელობის ქუჩა და სკოლა. ამასთან ერთად ხელისუფლებას ვთხოვთ წელს მისი იუბილის აღსანიშნავად გაიმართოს მურმან ლებანიძის სახელისადმი მიძღვნილი სპეციალური ღონისძიებები",- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
2010 წლის 14 ნოემბერს ცნობილ ქართველ პოეტს, მურმან ლებანიძეს 88 წელი შეუსრულდებოდა. ქრისტიან-დემოკრატების შეთავაზების მიხედვით მურმან ლებანიძის სახელი უნდა ეწოდოს 24-ე სკოლას და ქალაქის იმ ადგილს, სადაც პოეტი ცხოვრობდა.