"ჩვენ ვიცით, რომ ძნელია ხელისუფლებასთან მოლაპარაკება მაგრამ ისიც ვიცით, რომ მოლაპარაკების გარეშე ქვეყანაში საარჩევნო ვითარება არ შეიცვლება", - ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ერთ ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა პარალმენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციური ძალების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, 2009 წელს ხელისუფლებამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ოპოზიციასთან შეწყვიტა და მას შემდეგ მხარეებს შორის დიალოგი არ ყოფილა.
"ხელისუფლებასთან მოლაპარაკება არის ძალიან მძიმე და რთული, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ქვეყანაში საარჩევნო გარემოს შეცვლა ამ მოლაპარაკების გარეშე არ მოხდება. ძნელია დავიყოლიოთ ხელისუფლება საარჩევნო სისტემის სრულყოფაზე, მაგრამ ჩვენ 8 ოპოზიციური პარტია და ის ოპოზიციური ძალები რომლებიც მოლაპარაკებაში ჩაერთვებიან ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომდევნო არჩევნები იყოს დემოკრატიული", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციური პარტიის ლიდერების და წარმომადგენლების შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
შეხვედრაზე მხარეები ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე იმსჯელებენ.