"საქართველოს გზის" ლიდერი, სალომე ზურაბიშვილი პარტიის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, ხვალ, საგანგებო განცხადებას გააკეთებს. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, საფრანგეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებული ზურაბიშვილის პრესკონფერენცია ხვალ, 18:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი-მარიოტში" გაიმართება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ხვალინდელ პრესკონფერენციაზე, ზურაბიშვილი პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში საფრანგეთში იმყოფებოდა.