"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას გამოეხმაურა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი პარტია მზად არის რეფორმები გააგრძელოს.
"არაერთხელ გვაქვს ნათქვამი, რომ მზად ვართ რეფორმების განხორციელებისთვის სხვადასხვა სფეროში, ეს რეფორმები გაგრძელდება. „ქართული ოცნება“ იმით გამოირჩევა, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, უამრავი რეფორმა აქვს განხორციელებული სხვადასხვა სფეროში. ეს რეფორმები გაგრძელდება ყველა მიმართულებით და ამაზე ვართ პასუხისმგებლები", - განაცხადა კობახიძემ.