ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხევდრას ეხმიანება.
შარლ მიშელის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ რეფორმები საჭიროა, როგორც არასდროს.
"პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან ხაზი გავუსვი, რომ რეფორმები საჭიროა, როგორც არასდროს. ახლოვდება მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ვადა და დროა, რომ საქართველოს მთავრობამ აჩვენოს თავისი ვალდებულება შეთანხმებებისადმი და კერძოდ, რეფორმების დღის წესრიგისადმი", - წერს შარლ მიშელი.
შეგახსენებთ, 23 აგვისტოს კიევში, ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.