გერმანიის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი თანამდებობის დატოვების შემდეგ მიიღებს ყოველთვიურ პენსიას დაახლოებით 15 ათასი ევროს ოდენობით. ინფორმაცია გერმანიის გადასახადის გადამხდელთა ფედერალურმა გაერთიანებამ გამოაქვეყნა.
როგორც ორგანიზაცია განმარტავს, ამ ოდენობის საპენსიო გასაცემელი დაფუძნებულია ანგელა მერკელის ბუნდესტაგში, მინისტრთა კაბინეტსა და მთავრობის მეთაურად მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებაზე.
ანგელა მერკელის პენსია გამოანგარიშდება ორი სხვადასხვა კანონის შესაბამისად - კანონის ბუნდესტაგის დეპუტატთა შესახებ და ფედერალურ მინისტრთა კანონის შესახებ.
გერმანიის ყოფილი კანცლერებისა და პრეზიდენტების მსგავსად, მერკელს თანამდებობის დატოვების შემდეგ, აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი ოფისი და მცირე პერსონალი, მათ შორის ოფისის მენეჯერი, ორი თანაშემწე, მდივანი და მძღოლი.
25 სექტემბერს გერმანიაში ბუნდესტაგის არჩევნები ჩატარდება, რის შემდეგაც მთავრობას სათავეში ახალი კანცლერი ჩაუდგება.
ანგელა მერკელმა, რომელიც ამ თანამდებობას 16 წლის განმავლობაში იკავებდა, 2018 წლის ოქტომბერში დატოვა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარის პოსტი და განაცხადა, რომ კანცლერობისთვის ბრძოლას აღარ აპირებს.