საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ფინალში ქართველი მოჭიდავე სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან კუბელ ლოპეს ნუნიესთან დამარცხდა.
მანამდე იაკობ ქაჯაიამ ჩილელი აკოსტა ფერნანდესი და რუსი სერგეი სემიონოვი დაამარცხა.
ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იაკობ ქაჯაიას გარდა, რამაზ ზოიძე 67 კგ, ლაშა გობაძე 87 კგ, გიორგი მელია 97 კგ ასპარეზობენ.
ამ დროისთვის, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე უკვე 1 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალია.
ოლიმპიადის გამარჯვებული 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაურია, ვერცხლის მედლები იაკობ ქაჯაიამ, გურამ თუშიშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს. ბრინჯაოს მედალი საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს კი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოუტანა.