რამდენიმე დღის წინ ჩვენ გითხარით, რომ დადგა დრო ოლიგარქია წარსულს ჩაბარდეს, აცხადებს ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია.
როგორც მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა, "ქართული ოცნების" წევრები ამას უკვე თავადაც ხვდებიან და დამფრთხალ- შეშინებულები არიან გარდაუვალი მარცხის წინაშე
"იმდენად ცხადად ხედავენ ამ მარცხს, რომ საბოლოოდ თავზე იხევენ ევროკავშირის მედიაციით მიღწეულ შეთახმებას.
ეს მათ აღარ უშველით. არანაირი მნიშვნელობა და ძალა არ აქვს მათ სურვილს გამოვიდნენ 43 % იანი ვალდებულებიდან
გუშინ, ოცნება გავიდა დასავლური სივრციდან და პრაქტიკულად რუსეთი აღიარა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად. ცივილიზაციური არჩევანი გააკეთა ოცნებამ რუსეთის სასარგებლოდ
მაგრამ ასევე გუშინ, ოცნებამ გვანახა თავისი დამარცხებისთვის განწირული სახე
ზედმეტი დეტალების გარეშე, ჩვენ შევდივართ ამ ბრძოლაში და მნიშვნელობა არ აქვს, 43%-იან პრინციპს აღიარებენ თუ არა, ჩვენ ამ რეფერენდუმს მოვიგებთ და ვადამდელი არჩევნები მაინც ჩატარდება.
მე მთლიანად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ვტოვებ პარლამენტს. ჩემი პრინციპული წინადადებით და თხოვნით, სუფთა ტექნიკურად პარტიული მეგობრები დარჩებიან იქ, რომ მთლიანად პროპორციულ
საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცედურა ჩავამთავროთ და ქართული ოცნება იძულებული იქნება ეს გააკეთოს. ამის მერე ეს პარლამენტი დაიშლება და შედგება რიგგარეშე არჩევნები! ეს მოხდება ოქტომბერში!
ეს მთავრობა დასრულებულია, ოცნებამ დაანონსა თავის მარცხი - დარჩა ამის გაფორმება", - წერს ნიკა მელია.