"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მელიას განცხადებით, გუშინ "ქართულმა ოცნებამ" მიშელის დოკუმენტის ანულირებით დასავლური სივრცე დატოვა.
"გუშინვე ოცნებამ აღიარა რომ ის ბარდება წარსულს. ეს არ ცვლის ჩვენს გეგმებს დღის წესრიგში. გუშინ ოცნებამ დატოვა დასავლური სივრცე და მთავარ სტრატეგიუპ პარტნიორად რუსეთი დაასახელა. კიდევ უფრო ნათელი გახდა რა არჩევანის წიკაშე დგას ქართველი ერი.
ჩვენ შევდივართ ბრძოლაში ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის. არანაირი სიტყვა ბოიკოტთან დაკავშირებით, ეს არის "ქართული ოცნების" ოცნება. რაც შეეხება პარლამენტს, მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და ხელით ტერფამდე ელენესთან ერთად გავდივწრ რეფერალენდუმში მონაწილეობის მისაღებად. გუნდის შიგნით მე ვთხოვე მათ რო ფორმალურად დარჩნენ პარლამენტში,"- აღნიშნა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას განცხადებით, მისი თხოვნით, პარტიის სხვა წევრები პარლამენტში რჩებიან.