ხვალ, 9 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტი გადასახადების მხოლოდ რეფერენდუმის გზით გაზრდის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებას მეორე მოსმენით განიხილავს და მიიღებს.
აღნიშნული ცვლილება პარლამენტმა პირველი მოსმენით გასული წლის ბოლოს მიიღო, თუმცა მას შემდეგ საკითხის განხილვა აღარ შემდგარა.
პროექტის მიხედვით, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების ახალი სახის შემოღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეფერენდუმის გზით, რომელსაც მთავრობა დანიშნავს.
საკონსტიტუციო ცვლილება ძალაში შევა არა გამოქვეყნებისთანავე, არამედ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.