ხვალ, 9 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ვიზიტის შედეგებს შეაჯამებს.
ბრიუსელში ნიკოლოზ გილაური ევროსაბჭოს გაფართოების და მეზობლური პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარს შტეფან ფულეს შეხვდა.
ვიზიტის ფარგლებში გილაური საქართველოს ენერგეტიკის საკითხებს მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ჩატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.
გილაური მთავრობის სხდომაზე სავარაუდოდ "ქობულეთის ტურისტული ზონის" შესახებ ინფორმაციასაც მოისმენს.