ამერიკის მთავრობის მიერ საჩუქრად გადმოცემული "ფაიზერის" ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოშია.
ვაქცინით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.
აეროპორტში ვაქცინის ჩამოტანას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი დახვდნენ.
ამერიკის მთავრობისა და უშუალოდ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის 500 ათასი დოზა "ფაიზერის" ვაქცინის საჩუქრად გადმოცემასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ფაიზერის" პირველი დოზით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 24 ივლისიდან გაიხსნება.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, "ფაიზერის" ვაქცინით აცრა შესაძლებელია 16 წლის ასაკიდან.
ფოტო: ამერიკის საელჩო