ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა სკოტ მორისონმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ქვეყანამ ვერ შეასრულა დასახული ამოცანა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის ტემპებთან დაკავშირებით.
„პასუხისმგებლობას ვფრძნობ ვაქცინაციის პროგრამის რეალიზაციასთან დაკავშირებით, ასევე იმ სირთულეების გამო, რომლებსაც წავაწყდით. ცხადია, რომ რაღაც პრობლემებს ვუმკლავდებით, რაღაცას - ვერ. გულწრფელად მინდა დაგარწმუნოთ, გამოვასწორებთ ამ მდგომარეობას. რა თქმა უნდა, ბოდიშს გიხდით, რომ ვერ მივაღწიეთ იმ მაჩვენებლებს, რისი მიღწევის იმედიც გვქონდა წლის დასაწყისში. რა თქმა უნდა, ვწუხვარ, მაგრამ რაც მთავარია, სრულად მობილიზებულნი ვართ იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ სიტუაცია", - განაცხადა მორისონმა პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ავსტრალიაში მილიონამდე აცრა გაკეთდა, გასულ დღე-ღამეში კი რეკორდულ მაჩვენებელს - 184 ათასს მიაღწია.
ჯანდაცვის სამინიტროს მონაცემებით, ამ დროისათვის ავსტრლიაში (მოსახლეობა - 22 მლნ) აცრილია 10,6 მლნ ადამიანი. ქვეყანაში ამ დროისათვის ინფიცირების 32 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 915 პაციენტი.