საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაცია ურანით ვაჭრობას უწყობს ხელს. ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა განაცხადა.
"საქართველო აქტიურად მუშაობს პარტნიორებთან და მოკავშირებთან ერთად ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობის შესახებ. თუმცა არის შავი ხვრელები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებობს და მათ რუსეთის ფედერაცია უწყობს ხელს. ამის გამო გარკვეული პრობლემები იქმნება", - აღნიშნა მინაშვილმა.
მისი თქმით, მუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, ქართველი სამრთალდამცავები მუშაობას აგრძლებენ და გლობალური კრიმინლის შესაჩერებლად აქვთ საშუალება, მათ შორის ტექნიკური.
შეგახსენებთ, რომ გამომცემლობა "გარდიანის" ინფორმაციით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, შავ ბაზარზე გამდიდრებული ურანით ვაჭრობის ფაქტები ფიქსირდება.