შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კარიერული დიპლომატი ჯონ ბასი სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე წარადგინა.
თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ბასი, აშშ-ს ყოფილი ელჩი ავღანეთში, თურქეთსა და საქართველოში, წარდგენილი იქნება სახელმწიფო მდივნის მოადგილედ მენეჯმენტის საკითხებში.
ჯონ ბასი საქართველოში ამერიკის ელჩად 2009-2012 წლებში მუშაობდა. ის იყო ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ავღანეთსა და თურქეთში.
ბასის კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს.