"ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბარი არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში მოსახლეობის მხრიდან დიდი აქცენტი შეზღუდვების წინააღმდეგ კეთდებოდა", აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
თამარ გაბუნიას განმარტებით, სოციალური და ეკონომიკური ფონი მძიმეა.
"რაც ტოტალური „ლოქდაუნის“ შესაძლებლობას ჩვენ ძნელად მოგვცემს და ამის აუცილებლობა არც არის, იქიდან გამომდინარეც, რომ ვაქცინაციის შესაძლებლობა გვაქვს.
ჩვენთვის დღეს მეტად აქტიური მექანიზმი, იმისთვის რომ ამ სიტუაციიდან გამოვიდეთ, ვაქცინაციაა და იმ რეგულაციების აღსრულება, რაც ჯერ კიდევ ძალაშია. არავის უთქვამს, რომ პირბადის გამოყენება საჭირო არ არის და დიდი სოციალური შეკრებები, ქორწილები დასაშვებია, ეს არის დღეს ეპიდემიის მთავარი ბუსტერი. ამდენად აუცილებელია იმ რეგულაციების დაცვა, რაც უკვე დადგენილია", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.