საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს დავალება მისცა, რომ ახალგორში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგრეო საქმეთა სამინისტროსთან კორდინირებულად იმუშაოს. ამის შესახებ ბაქრაძემ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ვიცე-სპიკერის პაატა დავითაიას მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ აღნიშნა.
"რუსი ოკუპანტების მორიგ მორიკ კანონდარღვევასთან დაკავშირებით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საგრეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად დაუყოვნებლივ უნდა დაიწოს მუშაობა, რომ მოხდეს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის და დიპლომატიური კორპუსების ინფორმირება, მათ შორის ევროკავშირის დამკვირვებლებს დაუყოვნებლივ ინფორმირება", - აღნიშნა ბაქაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან ახალგორის ოკუპირებულ რაიონში შესვლა მხოლოდ ე.წ. ფორმა #9 იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ახალგორიდან მოსახლეობამ აცნობა.
მათი თქმით, ოსმა სეპარატისტებმა რაიონის მოსახლება უკვე გააფრთხილეს, რომ მომავალი კვირის ორშაბათიდან, ვისაც ფორმა #9 არ ექნება, ახალგორში შესვლას ვეღარ შესძლებენ.
"ოკუპანტები და სეპარატისტები მოსახლეობას ფორმა #9 შევსებას აიძულებენ და აცხადებენ, რომ უარის თქმის შემთხვევაში მათ რაიონში აღარ შეუშვებენ. აღნიშნული დოკუმენტი წლის ბოლომდე იმოქმედებს, ხოლო 2011 წლის იანვრიდან ე.წ. ოსური პასპორტების გაცემა დაიწყება და ვინც არ აიღებს მას საკუთარი სახლის დატოვება მოუწევს", - აცხადებს მოსახლება.
მათივე ინფორმაციით, ის პირები, რომლებიც რაიონში ჩაწერილები არ არიან, სეპარატისტები მათ "საზღვარგარეთის მოქალაქეებად" თვლიან და ამ ეტაპზე ოკუპირებულ ახალგორში შეშვებაზე უარს აცხადებენ.