მედიასაშუალებების გამჭირვალობასთან დაკავშირებით კანონპროექტზე მუშაობას პარალამენტის იურიდიული კომიტეტი ორ დღეში დაასრულებს.
ამის შესახებ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განაცხადა.
აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ კანონპროექტის განხილვაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა მოითხოვა და აღნიშნა, რომ აუცილებელია აღნიშნული კანონპროექტის განხილვა დაიწყოს კომიტეტის უახლოეს სხდომაზე, რომელიც მუშაობას, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას შედგება.
ამასთან, ბიუროს სხდომაზე "ქრისტაინ-დემოკრატების" წევრი ლევან ვეფხვაძე მედიაგამჭირვალობის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლების მიერ მომზადებული და იურიდიული კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტების შეჯერების ინიციატივით გამოვიდა.ც უმრავლესობის წევრებმა მზადყოფნა გამოთქვეს, კონსულტაციები დაიწყონ.
შეგახსნებთ, რომ ქვეყანაში მედიასაშუალებების გამჭვირვალობა ითვალისწინებს მედიასაშუალებების მფლობელთა ვინაობისა და მათი დაფინანსების გზების გამჭვირვალობას.
"საყოველთაოდ არის აღიარებული, აზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, ვინ არის მედიასაშუალებების მფლობელი, რა ინტერესებს ემსახურება ესა თუ ის ადამიანი, ან ჯგუფი და როგორ ხდება მედიასაშუალების დაფინანსება", - განმარტავს ბაქრაძე.