საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში უნგრეთის სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია საქართველოში უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ გაბორ შაგის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.