"პოპულიმ" მომხმარებლებისათვის საჩუქრების, ფასდაკლებებისა და გათამაშებების აქციებში მონაწილეობის მისაღებად პლასტიკური დაგროვებითი ბარათი "პოპ-არტი" გამოუშვა.
როგორც სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სავაჭრო ქსელის მენეჯმენტმა განაცხადა, "პოპ-არტ ბარათი" არის "პოპულის" ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც მომხმარებლისათვის საუკეთესო პირობების შეთავაზებას გულისხმობს.
"აქამდე ჩვენს ამოცანას ქსელის გაფართოვება წარმოადგენდა, ამიერიდან კი ზრდის ტენდენციას მომხმარებელზე ზრუნვით ჩავანაცვლებთ. სწორედ ამიტომ, შემოვიღეთ დაგროვებითი ტიპის პლასტიკური ბარათი, რომელსაც მომხმარებელი, დარწმუნებული ვარ, შეიყვარებს და აქტიურად მოიხმარს. მისი მიღების წესი მარტივია - "პოპულის" ქსელში ყიდულობთ 15 ლარის ღირებულების პროდუქტს და პირადობის წარდგენის შემდეგ, 3 სხვადასვა ვიზუალის მქონე ბარათს შორის, ირჩევთ სასურველ ვარიანტს. "პოპულის" ქსელში პროდუქციის შეძენისას "პოპ-არტ ბარათზე" საჩუქრების მისაღებად დაგიგროვდებათ ქულები, სახელწოდებით "პოპულარი," - განაცხადა "პოპულის" გენერალურმა დირექტორმა ევგენი ფიჩხაიამ.
მისი განმარტებით, "პოპ-არტ ბარათი" არის "პოპულის" შიდა მოხმარების ბარათი, რომელიც აღრიცხავს მხოლოდ დაგროვილ ქულებს, ის არ არის საკრედიტო ბარათი და მასზე თანხის შეტანა ან გამოტანა შეუძლებელია.
რაც შეეხება "პოპულარის" დარიცვხვის წესს - ყოველ დახარჯულ 10 ლარზე ირიცხება 1 "პოპულარი". დახარჯული თანხის პროპორციულად: 5 ლარზე - 0.5 "პოპულარი", 7 ლარზე - 0.7 "პოპულარი", 16 ლარზე -1.6 "პოპულარი", 50 ლარზე - 5 "პოპულარი". "პოპ-არტ ბარათის" ყველა მფლობელს 1.5 "პოპულარი" ბარათზე ავტომატურად დაერიცხება.
"პოპულის" მარკეტინგის სამსახურის უფროსის სანდრო ლომთაძის განცხადებით, ბარათთან ერთად მომხმარებელი მიიღებს ცნობილი ბრენდის "ვილეროი და ბოხის" საჩუქრების კატალოგს, რათა შეარჩიოს სასურველი საჩუქარი.
"პარალელურად, "პოპულარის" ოდენობით "პოპულის" ქსელში არსებული ასორტიმენტიდან შესაძლებელი იქნება 100-ზე მეტი სახეობის პროდუქციის შეძენა. ამისათვის შევარჩიეთ ისეთი პროდუქცია, რომლის იმპორტს საქართველოში მხოლოდ "პოპული" ახორციელებს. ასორტიმენტის ეს კატეგორია და საჭირო რაოდენობის "პოპულარი" მაღაზიის თაროებზე სპეციალური ფასდებულით იქნება გამოყოფილი," - დასძინა სანდრო ლომთაძემ.
"პოპულარის" რაოდენობა დაფიქსირდება სალაროს ჩეკზე, ყოველი შესყიდვის და ბარათის გატარების დროს. დაგროვილი „პოპულარის" რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება ცხელი ხაზის (43 11 22) და "პოპულის" კორპორატიული ვებ გვერდის (წწწ.პოპული.გე) მეშვეობით.
"პოპ-არტ ბარათი" უვადოა და მის მფლობელებს "პოპული" ფასდაკლების აქციებს, გათამაშებებს და სხვადასხვა ტიპის საინტერესო ღონისძიებებს მუდმივად შესთავაზებს.