"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია გენერალურ პროკურატურას გაზისა და ნავთობის კორპორაციის მიერ საგურამოში კერძო საკუთრების უფლების დარღევის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას სთხოვს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ბაღათურიამ განმარტა, საგურამოში 38 ოჯახის კუთვნილ მიწის ნაკვეთში გაზისა და ნავთობის კორპორაციას გაზის მილსადენი გაჰყვას, რის შედეგადაც აღნიშნულ პირებს მიწის ნაკვეთი საკუთრებაში რჩებათ, თუმცა მისი დამუშავება ან მშენებლობის დაწყება ეკრძელებათ.
"სახელმწიფო ამ ადამიანების უფლებებს ზღუდავს და საგურამოში მათ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთის ერთ კვ.მ.-ში 0.05 ლარს უნაზღაურებს, რაც იმდენად ცინიკურია, რომ კომენტარიც კი არ სჭირდება", - აღნიშნა ბაღათურიამ.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკვშირებით სასამართლოში სარჩელი 13 პირმა უკვვე შეიტანა, რომელიც მცხეთის რაიონულ სასამართლოში 12 ნოემბერს 11:00 სააზე განიხილება.
ამასთან, მიწის ნაკევთის ერთ-ერთი მეპატრონის ინგური ჯავახიშვილის თქმით, მათ გაზის კორპორაციას კომპენსაციის სანაცვლოდ რამედენიმე ალტერნატიული გზა შესთავაზეს, კერძოდ კი საკუთრების სანაცვლოდ მისი ნახევარი მიწის ნაკვეთით დაკმაყოფიება, გაზის ტარიფის შემცირება ან საბაზრო ღირებულების მესამედის გადახდა. თუმცა აღნიშნულზე მიწის მეპატრონებმა გაზის კორპორაციისგან უარი მიიღეს.
მისივე თქმით, საუბარია 33 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე.