საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე გამოეხმაურა სააგენტო "ბლუმბერგის" ინფორმაციას, ობამას ადმინისტრაციის მიერ ირანზე სამხედრო ესკალაციის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით. ოფიციალურ თბილისს უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის სისწორეში ეჭვი ეპარება.
"ჩვენ ამის თაობაზე არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ. მეტიც, საერთაშორისო უსაფრთხოების არ ერთ ფორმატშიც კი, რომელშიც საქართველო მონაწილეობს, ეს თემა არ განხილულა. ეს ამერიკის შეერთებული შტატების სუვერენულ საკითხს წარმოადგენს, მაგრამ მის სისწორეში საფუძვლიანი ეჭვი მეპარება", - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ობამას ადმინისტრაციის მიერ ირანზე სამხედრო ესკალაციის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით სააგენტო "ბლუმბერგი" ალაპარაკდა.