რომელიმე პოლიტიკური პარტია საარჩევნო ცვლილებებს თუ მხარს არ დაუჭერს, ეს შარლ მიშელის დოკუმენტის უხეში დარღვევა იქნება, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
„რა თქმა უნდა, თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია მხარს არ დაუჭერს საარჩევნო ცვლილებებს, ეს იქნება შარლ მიშელის დოკუმენტის ძალიან უხეში დარღვევა, რაზეც, ბუნებრივია, ჩვენ გვექნება პოლიტიკური რეაქცია. შესაბამისად, ყველას მოვუწოდებ, რომ საარჩევნო ცვლილებებს მხარი დაუჭირონ. ჩვენ უნდა შევაფასოთ ნებისმიერი ასეთი აქტი და მოქმედება. თუ ვინმე მხარს არ დაუჭერს საარჩევნო ცვლილებებს, ჩვენ სათანადო პოლიტიკური შეფასება გვექნება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.