კურდღელი ვნახეთ ჩვენ 17 თებერვალს, მანამდე, როდესაც ალყა არ დაშალა, 20 ივნისს ვნახეთ კურდღელი, მისგან მე ეს ვერ მეწყინება, - თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში,
ამ შეფასებით, კობახიძემ გიორგი გახარის უპასუხა, როდესაც მან თქვა, რომ ირაკლი კობახიძე კურდღელია.
"კურდღელი ვნახეთ ჩვენ 17 თებერვალს, მანამდე, როდესაც ალყა არ დაშალა, 20 ივნისს ვნახეთ კურდღელი, მისგან მე ეს ვერ მეწყინება. შეურაცხმყოფელი ტერმინები არ არის სწორი გამოსაყენებლად და ბიძინა ივანიშვილის წერილშიც ტერმინი "მოღალატე" არ იყო ნახსენები, ვინც ღალატს სჩადის, არის თავისთავად მოღალატე, მაგრამ ამ ტერმინის გამოყენება არის შეურაცხმყოფელი და ჩვენ ვერიდებით ხოლმე ამის გაკეთებას, ჩვენ ვახდენთ ფაქტის კონსტატაციას, რომ მან ჩაიდინა ღალატი გუნდისა და სახელმწიფოს მიმართ", - თქვა კობახიძემ.