"ჩემს პოზიციას დავასახელებ ცალსახად, რომ იქ [ნინოწმინდის პანსიონში] უნდა შესულიყო, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი,- თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან".
"ჩემს პოზიციას დავასახელებ ცალსახად, რომ იქ [ნინოწმინდის პანსიონში] უნდა შესულიყო, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი. ეს არის მისი კონსტიტუციური და სამართლებრივი პრეროგატივა და უნდა შესულიყო და უნდა შევიდეს. ეს არის ჩემი პოზიცია. ეს არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება იმას, რომ სახალხო დამცველის არშეშვება იძლევა თუ არა იქ სპეცოპერაციის ჩატარების ან პანსიონის დახურვის საფუძველს, არ იძლევა სამართლებრივად", - თქვა კობახიძემ.