სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამშობლოში 7 ნოემბერს დაბრუნდება.
უწმინდესი გერმანიაში 16 ოქტომბერს, ექიმების რეკომენდაციით, დასასვენებლად გაემგზავრა, რადგან ბოლო დროს მას გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ ილია მეორე საზღვარგარეთ პერიოდულად მიემგზავრება და იქ გეგმურ სამედიცინო შემოწმებას გადის.