შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ევროპაში 8-დღიან ტურნეს იწყებს.
პრეზიდენტის რანგში ბაიდენის პირველი უცხოური ვიზიტი დიდ ბრიტანეთში შედგება, სადაც ის შეხვდება გაერთიანებული სამეფოს დედოფალსა და პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს.
ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში, ჯო ბაიდენი დაესწრება დიდი შვიდეულის სამიტს.
ელისაბედ მეორისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა 13 ივნისს, უინძორის ციხე-სიმაგრეში გაიმართება.
ბრიტანეთიდან ჯო ბაიდენი ბრიუსელში გაემართება, სადაც დაესწრება ნატოს სამიტს, აშშ-სა და ევროკავშირის სამიტს და შეხვედრებს გამართავს მოკავშირეთა სახელმწიფოების ლიდერებთან.
ევროპაში ვიზიტისას, შეერთებული შტატების პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანსაც შეხვდება. შეხვედრა 14 ივნისს, ბრიუსელში, ნატოს სამიტის ფარგლებში შედგება.
ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა, ვაშინგტონსა და ანკარას შორის დაძაბულობის ფონზე შედგება. პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებამ, ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა ხოცვა-ჟლეტის გენოციდად აღიარებაზე, ანკარის გაღიზიანება გამოიწვია.
ბრიუსელიდან ჯო ბაიდენი ჟენევაში გაემგზავრება, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდება.