თეთრი სახლის განცხადებით, ევროპაში ვიზიტისას, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანს შეხვდება.
შეხვედრა 14 ივნისს, ბრიუსელში, ნატოს სამიტის ფარგლებში შედგება.
ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა, ვაშინგტონსა და ანკარას შორის დაძაბულობის ფონზე შედგება. პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებამ, ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა ხოცვა-ჟლეტის გენოციდად აღიარებაზე, ანკარის გაღიზიანება გამოიწვია.
ევროპაში ვიზიტის ფარგლებში, 13 ივნისს ჯო ბაიდენი ასევე შეხვდება ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ მეორესა და პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს.
ამასთან, 16 ივნისს, ჟენევაში გაიმართება ბაიდენისა და პუტინის შეხვედრა.