საპარლამენტო უმრავლსობა მიიჩნევს, რომ გამოთანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის ახალ ფორმულა ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობას გააძლიერებს.
ეს განცხადება დღეს სესიაზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ბეჟან ბუცხრიკიძემ გააკეთა.
ახალი ფორმულის შემადგენელი ნაწილია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი, რომელიც გამოიანგარიშება სტატისტიკური მონაცემების და გამოთანაბრებითი კოეფიციენტების საფუძველზე, თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების გამიჯვნით.
სტატისტიკურ მონაცემებში შედის მოსახლეობის რაოდენობა, 6 წლამდე ბავშვების რაოდენობა, 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობა, იმ მოსახლეობის რაოდენობა, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის მაჩვენებელი ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე. ასევე, გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ფართობი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძე.
რაც შეესხება კიდევ ერთ მაჩვენებელს, რომელიც გამოსაყოფი ტრანსფერის დასადგენად, ზემოთაღნიშნულ მაჩვენებელს უნდა გამოაკლდეს, ეს არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლები გრანტების გარდა.
`საბიუჯეტო კოდექსის'' პროექტითვე, გამოთანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციას, მათ შორის გაანგარიშებისას გამოყენებულ სტატუსის, შემასწორებელ და მნხარდაჭერის კოეფიციენტებს, ფინანსთა მინისტრი ამტკიცებს.
საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს კოეფიციენტები, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, თუმცა მათ არც მთავრობა დაეთანხმა და არც საპარლამენტო უმრავლსობა.