ბედნიერი არ იქნებიან ისინი სამომავლოდ, ამ ინფორმაციის გასაჯაროვებისას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მისი თქმით, თუ ეს ინფორმაცია გასაჯაროვდება, გახარიას გუნდის წევრები" ბედნიერი არ იქნებიან სამომავლოდ.
"საუბარი მაქვს რეალური დაფინანსების წყაროზე და სწორედ იმიტომ არ საუბრობენ ისინი რეალური დაფინანსების წყაროზე, რომ მომგებიანი მათთვის არ იქნება ამისი გასაჯაროება. ამისი გასაჯაროება მოგვიანებით აჯობებს და მოგვიანებით გაიგებს საზოგადოება“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.