ორი ოპოზიცინერია და მათ ერთმანეთში გაარკვიონ ეს ურთიერთობა, - ასე პასუხობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვას ბადრი ჯაფარიძის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მუქარის შემცველი წერილი მას პირადად გახარიამ გადასცა.
„ამაზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, არის ორი ადამიანი, ორი პოლიტიკოსი, ორი ოპოზიცინერი და მათ ერთმანეთში გაარკვიონ ეს ურთიერთობა. ორ ოპოზიციონერს შორის საქმის გარჩევაში მე ვერ ჩავერევი“, – აღნიშნა კობახიძემ.