8 ნოემბერს, 15:00 საათზე, საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, მწერლის დაბადებიდან 173-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება. ილია ჭავჭავაძის ხსოვნის აღსანიშნავად მუზეუმში ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები შეიკრიბებიან.
ღონისძიებაზე, ტრადიციულად, "ილიას" საპატიო მედლით დააჯილდოებენ ქართველ მეცნიერებს, კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებს. გასულ წელს "ილიას" საპატიო ჯილდო რეჟისორ რობერტ სტურუას მიენიჭა.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საგურამოს ი. ჭავჭავაძის სახელობის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელობა და "ილიას საქველმოქმედო ფონდი", აგეთვე მუზეუმის მეგობართა წრე, რომელებიც მუზეუმის საკეთილდღეოდ საკუთარი წვლილის შეტანას ქველმოქმედებით ახორციელებენ.
მსგავსი საიუბილეო საღამოები საგურამოში ბოლო წლების განმავლობაში სისტემატურად იმართება და ეს უკვე ტრადიციულ სახეს იძენს.
ღონისძიებას დაესწრებიან მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები.